კატეგორიები
დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
BATUMI BUILD EXPO 2026

BATUMI BUILD EXPO 2026

კომპანია აწარმოებს და აწვდის სავენტილაციო სისტემებსა და მათ კომპონენტებს.

კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
▪️ სავენტილაციო ცხაურების, დიფუზორებისა და სერვის ლუქების წარმოება;
▪️ ჰაერსატარები, დემფერები (მათ შორის კვამლის საწინააღმდეგო) და ხმაურდამხშობები;
▪️ ფილტრები და დეფლექტორები;
▪️ ვენტილატორები, ჩილერები და ჰაერის გამწოვ-მოდინებითი აგრეგატები (AHU).

გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ახლოს გაეცნონ კომპანიის პროდუქციასა და სერვისებს, მიიღონ პროფესიონალური კონსულტაცია და განიხილონ თანამშრომლობის პერსპექტივები.

BATUMI BUILD EXPO აერთიანებს დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მწარმოებლებსა და მომწოდებლებს, არქიტექტორებსა და დარგის ექსპერტებს. გამოფენა ქმნის ეფექტურ პლატფორმას ახალი ბიზნესკავშირების დასამყარებლად, თანამედროვე გადაწყვეტების გასაცნობად და სექტორის განვითარების ტენდენციების განსახილველად.