📍 SMTECH Istanbul 2025 – თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი პარტნიორობა წარმოებისთვის
5-8 ნოემბერს, კომპანია Air Management Systems-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა სტამბოლში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში SMTECH 2025, სადაც წარმოდგენილი იყვნენ წამყვანი მწარმოებლები და ინოვატორი კომპანიები ინდუსტრიული ტექნოლოგიების სფეროდან.
გამოფენის ფარგლებში ჩვენი გუნდი გაეცნო დანადგარების უახლეს ტექნოლოგიურ სიახლეებს, ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებსა და ავტომატიზაციის ინოვაციებს, რაც მომავალში ჩვენს საწარმოო პროცესებს კიდევ უფრო ეფექტურსა და მრავალფეროვანს გახდის.
ასევე, Air Management Systems-მა გამოფენის განმავლობაში გააფორმა ახალი პარტნიორული ურთიერთობები საერთაშორისო მომწოდებლებთან, რაც მოგვცემს საშუალებას განვავითაროთ წარმოება, გავაფართოვოთ შესაძლებლობები და ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარები.
🌍 მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ პროგრესსა და კომპანიის უწყვეტ განვითარებას.
#SMTECH2025 #HVAC #Airmanagementsystems #AMS #Manufacturing #Innovation #VentilationSystems #Technology #Partnership #IndustryDevelopment #EnergyEfficiency #MadeInGeorgia #Airmanagementsystems #AMS